რეზონანსი
15.08.2024

,,ოცნება დიდ შავ ფულს დახარჯავს, გამოცლილი აქვს საზოგადოების მხარდაჭერა" - ასეთია "ერთიანობის"  ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასება. 

ოპოზიციონერი "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ლარით შეივსების ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ბიზნესი წნეხის წვეშა. 

მისივე თქმით, არის კორუფციული ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტიდან სარგებელს იღებს და მეორე კატეგორია, ვინც წნეხის ქვეშ არის თუ არ შესწირავს ,,ქართულ ოცნებას“ ფულს პრობლემა იქმნება. 

,,ბიზნესი არის წნეხის ქვეშ, არის კორუფციული ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტიდან სარგებელს იღებს და მეორე კატეგორია, ვინც წნეხის ქვეშ არის თუ არ შესწირავს ‘’ქართულ ოცნებას“ პრობლემა იქნება. ‘’ქართული ოცნება’’  დიდ შავ ფულს დახარჯავს ახლა, გამოცლილი აქვს მხარდაჭერა საზოგადოებისგან და შეეცდება ბევრი ფულის დახარჯვას. ფულის გათეთრებაში, აგერ ვხედავთ ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ  ქოლ-ცენტრების მთელი სისტემა აქვთ დაქოქილი იმისთვის, რომ შავი ფული იშოვონ და მოახმარონ მათ პარტიას და პოლიტიკურ მიზნებს. შესაბამისად, სჭირდებათ ხალხი, ვინც შესწირავთ ამ ფულს. ეს არის კანონდარღვევა"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×