რეზონანსი
15.08.2024

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„გთავაზობთ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობა მივიჩნიოთ ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობად და მასზე რეაგირების ფედერალური დონე შემოვიღოთ“, - თქვა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ალექსანდრე კურენკოვმა.

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა 14 აგვისტოს რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს რუსეთის კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×