რეზონანსი
15.08.2024

რუსული სპეცოპერაციის დაფინანსება ფაქტობრივად ჩვენგან ამოღებული ფულით ხდება - ასე ეხმიანება,,ძლიერი საქართველოს" ლიდერი, საბა ბუაძე აგვისტოს თვის პირველ რვა დღეში „ქართულმა ოცნებისთვის“ 1,7 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის შემოწირულობის მიღების ფაქტს. 

ბუაძე დარწმუნებულია, რომ მანკიერი პრაქტიკა  26 ოქტომბერს და დასრულდება: 

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნას, ,,ქართული ოცნება’’ აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არის ჩვენი გადასახადებიდან მიღებული ფული, რომელიც სხვადასხვა გზებით, როგორც წესი, ტენდერების გავლით ხდება ხოლმე ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან და შემდეგ ეს ხალხი უკან წირავს ამ თანხას ,,ქართულ ოცნებას’’, რითაც ამ რუსული სპეცოპერაციის დაფინანსება ხდება ფაქტობრივად ჩვენგან ამოღებული ფულით. ამ ყველაფერს დაესმება წერტილი 26 ოქტომბერს და დასრულდება ის მანკიერი პრაქტიკა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება საარჩევნო კამპანიების და პარტიის დაფინანსება.“- თქვა ბუაძემ. 

აგვისტოს თვის პირველ რვა დღეში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. (ეს თანხა თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის შემოსავალს).

ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტის თანახმად, ,,ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა 8 აგვისტოს მიიღო - ამ დღეს პარტიის ანგარიშზე შემოსავლის სახით 553 ათასი ლარი დაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოს, პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ დირექტორმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×