რეზონანსი
14.08.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კურსკის რეგიონში წინსვლას, ვაღწევთ სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში - ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა]," - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომა ჩაატარა მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების ქმედებების მხარდაჭერას ეძღვნებოდა.

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა წესების დაცვით ომობს და ჰუმანიტარული საჭიროებები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არსებობს, უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×