რეზონანსი
14.08.2024

ქუთაისის ციხეში პატიმრების მოწამვლასთან დაკავშირებით პენიტენციური განცხადებას ავრცელებს - უწყება წერს, რომ მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს შეესაბამება და მათი ნაწილი, გართულებების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. 

ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას. 

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია, იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, - წერია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×