რეზონანსი
14.08.2024

ის, რომ ყოველ მესამე ბავშვი გაჭირვებაშია, ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა - ამის შესახებ ,,ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ბავშვების სიღარიბეში ცხოვრება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

მმართველობის 12 წლისთავზე, ქვეყანაში რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება  არანაირ პერსპექტივას ვერ და არ სთავაზობს ასეთ ოჯახებს, როგორმე ამოვიდნენ სიღარიბის ამ საშინელი ვითარებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ, ვერ შეძლო ვერცერთი დაპირების შესრულება, ვერ შეძლო ქვეყნის მართვა და მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა ყოველი მესამე ბავშვი, რომელსაც უწევს ბავშვობა და ცხოვრება გაატაროს სიღარიბეში და სიღატაკეში -  განაცხადა ანა ნაცვლიშვილი

საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 764 759 ადამიანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×