რეზონანსი
13.08.2024

2 კვირიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს - საუბარია კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარ ფაქტზე, როდესაც კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით 24 წლის გუნელ გასანოვა გატაცა.

კადრებში, ჩანს, რომ ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ძალიას გამოყენებით ჩასვა. იძალადეს სტუდენტის ბებიაზეც, რომელიც შვილიშვილის გადარჩენას ცდილობდა.

29 ივლისს ახალგაზრდა ქალი იპოვეს და სახლში დააბრუნეს. ქალმა პოლიციას გატაცების ყველა დეტალი უამბო, უთხრა, რომ მას გამტაცებელი იარაღით ემუქრებოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: ტვ პირველი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×