რეზონანსი
11.08.2024

ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე , - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ძალისხმევით ხელისუფლება შეიცვლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს.

"ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ, რადგან იციან, მათი დრო დასრულდა!ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე დაგვყოფს, თუმცა ისინი ცდებიან, ქართველი ხალხის ნებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 26 ოქტომბერს ერთიანობით და საერთო ძალისხმევით მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×