რეზონანსი
11.08.2024

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვასო ქარდავა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „კავკასიის ლეგიონის" მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.

ლადო გამსახურდიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპული სოხუმიდან დევნილი იყო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან, 118 ბრიგადაში იბრძოდა.

„ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და საქართველოს მწუხარებას", - წერს ლადო გამსახურდია.

არსებული ცნობით, ქართველი მებრძოლა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა და მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გადმოსვენებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×