რეზონანსი
11.08.2024

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები რეგიონულ საარჩევნო კამპანიას ამჯერად ქუთაისში განაგრძობენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გაერთიანების ლიდერები, ახალგაზდებთან და ადგილობრივ მხარდამჭერებთან ერთად, მოსახლეობას ხვდებიან და საარჩევნო გეგმაზე საუბრობენ, რომელიც საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ადამიანებს სურთ რეალური ცვლილებები და იმ ძალების რეალური ალტერნატივა, რომლებიც ბოლო 20 წელია ამ ქვეყანას მართავენ.

"ხალხი 26 ოქტომბერს იმედიანად ელის. ქუთაისში, დემოკრატიის ფესტივალზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც წლებია საკუთარი ქალაქის და ქვეყნის უკეთესობისთვის შრომობენ, აქტიურობენ, ახლა რუსული კანონი და ხელისუფლების რუსული პოლიტიკა მათ და მათ მომავალს საფრთხეს უქმნის. არაერთ ქუჩაზე შევხვდით და ვესაუბრეთ მოქალაქეებს, ყველა ხედავს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება, რეალური ცვლილებები უნდა მოხდეს, ცვლილებისთვის კი ახალი ხელისუფლებაა საჭირო. გავაცანით "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო პროგრამა, ევროპული რეფორმების გეგმა, 1000 ლარიანი პენსიის, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის პროგრამა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის არამხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეებიც აქტიურად ემზადებიან, მათი აქტიურობა საბოლოო გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×