დღეს ყველანი ვალდებულები ვართ მოვიდეთ შინდისში და პატივი მივაგოთ იმ ქართველების ხსოვნას, რომლებმაც აჩვენეს გმირობის და თავდადების მაგალითი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი სისხლი, რომელიც ამ მიწაზე დაიღვარა, იქნება სწორედ იმის საწინდარი, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება და გაიმარჯვებს.
„დღეს ყველანი ვალდებულები ვართ მოვიდეთ შინდისში და პატივი მივაგოთ იმ ქართველების ხსოვნას, რომლებმაც აჩვენეს გმირობის და თავდადების მაგალითი, რომლებმაც აჩვენეს თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და რომლებმაც დაუბრკოლებლად გაიღეს თავიანთი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
მათი სისხლი, რომელიც ამ მიწაზე დაიღვარა, იქნება სწორედ იმის საწინდარი, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება, გაიმარჯვებს და ის, რაზეც ოცნებობდნენ ჩვენი მებრძოლები, რომ მათი შვილების მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე, ეს აუცილებლად ასე იქნება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.