რეზონანსი
11.08.2024

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გადაშენება, გადაჯიშება, ოკუპაცია, გარუსება არ უწერია - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ შინდისში განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ ვართ ერი, რომელიც კბილებით დაიცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

„შინდისის ბრძოლა აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ გმირების ერი. ჩვენ ვართ ერი, რომელიც კბილებით დაიცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. საქართველოს დამოუკიდებლობასთან კომპრომისები არ იქნება. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გადაშენება, გადაჯიშება, ოკუპაცია, გარუსება არ უწერია. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის თავგანწირვის უმაღლესი ზომა, რაც არის შინდისი და ჩვენ ვართ ვალდებული ვატაროთ თან. როდესაც საშუალება არის გავიხსენოთ და ვატაროთ ის ალამი, რაც არის ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს თვითმყოფადობა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×