რეზონანსი
11.08.2024

პარიზის ოლიმპიადაზე გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე უკვე შვიდი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო. გუშინ კი ოქროს მედლები მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×