რეზონანსი
11.08.2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა კაცი იპოვეს. ხეზე ჩამოკიდებულ 18 წლის ახალგაზრდას თანასოფლელებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან საღამოს გავიდა, სოფლის მარკეტში პროდუქტი შეიძინა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე დგას საზამთროთი დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნის.

სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცი ხილის ბიზნესით იყო დაკავებული და კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და საგამოძიებო სამსახური, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×