რეზონანსი
11.08.2024

„ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად, - ამის შესახებ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ შაჰინის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშილის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს უცხოურ დახმარებებს ართმევს, დემოკრატიული ხელისუფლებით უნდა ჩანაცვლდეს. 

ამერიკა-საქართველო ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ანტიდასავლური ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მილიონობით დოლარს და ევროს ართმევს ქართველ ხალხს, რუსული კანონის და პრორუსული პოლიტიკის გამო, უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით, რომელიც აღადგენს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადაიტანს ახალ ხარისხში, სადაც, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×