რეზონანსი
11.08.2024

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში შინდისელი გმირების დაღუპვის შემდეგ 16 წელი გავიდა. დღეს, შინდისელ გმირების, 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შინდისის გმირებმა დამპყრობელი ქვეყნის ჯარს წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს. შინდისელი გმირების ისტორიის ნაწილია უმცროსი სერჟანტის, ალექსანდრე ონიანის გმირობაც. მან თანამებრძოლი და ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე არ მიატოვა, მტერს არ დანებდა და თავი ყუმბარით აიფეთქა.

შინდისში დღეს დილიდან ჩავიდნენ, ომში დაღუპული ჯარისკაცებიც ოჯახები, მათი თანამებრძოლები, რიგითი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. 

"გახსენება ბევრი რამის შემიძლია. ამ შენობებში იყვნენ განლაგებულები ეს კაზაკები და რუსები. მაგათი ორი ტანკი იყო ჩვენი მანქანების მეორე მხრიდან, რომლიდანაც აამოქმედა... მეორე მხრიდან ცეცხლი გაიხსნა და ფაქტობრივად ვიყავით დაუცველები მინდორში. რო შემოვვარდით ოთახში ხელყუმბარა შემოგვიგდეს და აგვაფეთქეს. მაშინ დავიღერი მე, ფეხში კანტუზია მივიღე და ორდღენახევარი ვეგდე გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად გათიშული, უგონოდ. მესამ დღეს, 13 აგვისტოს, ამ სოფლის მოსახლეობა გარდაცვლილ ბიჭებში რომ ცოცხლებს ეძებდნენ, მაგ სიტუაციაში გვნახეს იქ," - ამბობს შინდისის გმირი, გიგა მურვანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×