რეზონანსი
10.08.2024

„გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი მესიჯი მისთვის გასაგები იყო და იმედი აქვს, რომ კოლეგებიც გაიგებენ.

„თქვეს, რომ ყველას შეხვდნენ და გვითხრეს, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. მე ვთხოვე, რომ ყველაზე მეტად რაც ახლა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს სჭირდება ის არის, რომ შეთანხმდეს რამეზე, რაც უნდათ რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდეს ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს იქ ერთად იყვნენ, სენატორს ვუთხარი, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ ამერიკის ავტორიტეტს თუ შეუძლია, ისინი ერთად დასვას და საქმეზე დაელაპარაკონ ერთმანეთს. მე ეს ვთხოვე, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი პოზიცია იყო, რომ თვითონ ისედაც ყველაფერს აკეთებენ, მომავალშიც გააგრძელებენ, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი - ქართველების გასაკეთებელია. 

უნდა დავსხდეთ და როგორც თვითონ გვესტუმრა ორპარტიული დელეგაცია და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის კრიტიკოსები არიან, ჩვენს საქმეს ერთად აკეთებენ, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ოღონდ ჩვენი თავისთვის. მათი მესიჯი ჩემთვის ძალიან გასაგები იყო და იმედია ჩემი კოლეგებიც გაიგებენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×