რეზონანსი
10.08.2024

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 3 მილიონ 873 ათასი დოლარის ღირებულების 691 ტონა ნაყინი შეიძინა. იმპორტის ღირებულება ამ პერიოდში წლიურად 22.1%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 11.6%, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაყინის იმპორტი გაუძვირდა.

ქვეყნისთვის ნაყინის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთია, თუმცა პროდუქტს როგორც მეზობელი, ასევე ევროპის ქვეყნებიდანაც ვყიდულობთ.

იანვარ-ივნისში ნაყინის TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

თურქეთი - $1.2 მლნ, 206 ტონა;

უკრაინა - $960 ათასი, 216 ტონა;

საფრანგეთი - $326 ათასი, 34 ტონა;

რუსეთი - $301 ათასი, 32 ტონა;

სომხეთი - $285 ათასი, 88 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა ნაყინს პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ, თუმცა მცირე მოცულობებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაყინის ექსპორტის მცირე მოცულობების მიუხედავად, წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ნაყინის გაყიდვების მოცულობა გაორმაგებულია, რაც სრულად ადგილობრივი ექსპორტია. იანვარ-ივნისში ქვეყნიდან ექსპორტზე 156 ათასი დოლარის ღირებულების 16 ტონა ნაყინი გავიდა. ეს რიცხვები 2021-2022 წლების ამავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ნაყინი ყველაზე დიდი მოცულობით, რაც 9.5 ტონას შეადგენდა ჩინეთში გავიდა. ჯამურად 72 ათასი დოლარის ღირებულების. ღირებულებით საექსპორტო ქვეყნებში პირველი ადგილი კი სომხეთს უკავია. აქ 80 ათასი დოლარის 6 ტონამდე ნაყინი გავყიდეთ. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელშიც ქართული ნაყინი იყიდება აშშ-ია. თუმცა რიცხვები მცირეა და ჯამში 1 ტონის რეალიზებით მხოლოდ 3 ათასი დოლარის შემოსავალი მივიღეთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×