რეზონანსი
10.08.2024

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუ­რი­ა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მკვლე­ლო­ბას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ტ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 აგ­ვის­ტოს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 1958 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ს.- ს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად თ.ს. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

„ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დი სამ­ხედ­როა. მოკ­ლუ­ლის ნა­წა­მე­ბი ცხე­და­რი მი­სი­ვე ფერ­მა­ში იპო­ვეს. მა­მა­კაცს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რით იღებ­და.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×