რეზონანსი
09.08.2024

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საარჩევნო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება იქნება.

,,ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა უახლოეს ისტორიაში, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან ანაზღაურებას პატიოსანი შრომისთვის. ჩვენი ამოცანაა შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება. ჩვენთვის ევროკავშირი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რეფორმები, უფლებები, პოლიტიკური უფლებები, დემოკრატია, ევროკავშირი არის ასევე კეთილდღეობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ იმ სამი მნიშვნელოვანი თეზისით, რასაც დღეს წარვადგენთ, სამუშაო ადგილები ხალხისთვის, სამართლიანი ანაზღაურება, სამუშაო ადგილების შექმნა და არა მონური შრომა ეს არის სწორედ ევროპული სტანდარტი. ევროკავშირისთვის აუცილებელი რეფორმები და რაც ყველაზე მთავარია, 1000-ლარიანი პენსია ჩვენი მშობლებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×