რეზონანსი
09.08.2024

მთავრობის 7 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიუჯეტიდან 4.662 მლნ ლარს მიიღებს.

საუბარია, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ჩარტერული რეისების ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებებსა და ფრენების ორგანიზებაზე.

„გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 4 662 100 ლარი, შემდგომში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის" გადასაცემად," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცნობისთვის, „ევრო 2023"-ზე დასწრების მსურველებისთვის მთავრობამ ჩარტერული რეისები დანიშნა, რაც ბიუჯეტიდან დასუბსიდირდა. შედეგად, მოქალაქეებს 1 გზის ბილეთის შეძენა 195 ევროდ შეეძლოთ.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×