რეზონანსი
09.08.2024

მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მექსიკის ახალი ლიდერის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე ჩამოვა, მას მექსიკელი სამართალდამცველები არ დააკავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს.

„ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ეს არაა ჩვენი საქმე", - ციტირებს ობრადორს როიტერსი

შეინბაუმის ინაუგურაცია 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი. პუტინი ფიცის დადების ცერემონიაზე ოფიციალურად მექსიკის ახალი პრეზიდენტის გუნდა მიიწვია.

უკრაინის ხელისუფლებამ 7 აგვისტოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე მექსიკას პუტინის დაპატიმრება სთხოვა.

რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×