რეზონანსი
08.08.2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განაცხადა, რომ რუსეთმაც უნდა იგრძნოს ომი.

„მადლობელი ვარ ყველა მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და მეთაურის, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებმა იციან როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ჩვენ არ ვირჩევთ ომში ჩვენი მიზნების მიღწევას. რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს რა გააკეთა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×