რეზონანსი
08.08.2024

რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის გამო, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბლუმბერგი" ავრცელებს.

ევროპულ ბირჟებზე საათში 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 39 ევრომდე გაიზარდა, ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა" განაცხადა, რომ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება, თუმცა მიწოდების მოცულობა იკლებს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქალაქ სუჯაში გაზის გამანაწილებელი მსხვილი სადგურის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×