რეზონანსი
08.08.2024

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ 7 ოქტომბერი მოხდა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ მოუხადა ბოდიში ისრაელის მოსახლეობას, ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ახლა, ომის დროს ამის გაკეთება არ შეუძლია და ომის დასრულების შემდეგ ყველაფერს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს.

„ბოდიშის მოხდა? რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ მოხდა. ყოველთვის უკან იხედები და ამბობ: შეგვეძლო გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა?" - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ურჩევნია ცუდი პრესა ჰქონდეს, ვიდრე კარგი ნეკროლოგი.

„თანამდებობაზე იქამდე დავრჩები, ვიდრე მჯერა, რომ შემიძლია ისრაელს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ გავუძღვე", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×