რეზონანსი
08.08.2024

2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს.

„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. არ იქნებოდა 125 დაკარგული სოფელი, 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×