რეზონანსი
08.08.2024

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ალექსანდრე მესხის ინფორმაციით, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა, ახლა დაკომპლექტება მიმდინარეობს. ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების სრული დატვირთვით მიღებას.

„ჯერჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებულები, ვემზადებით, ვნახოთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა, დაკომპლექტება მიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება“, - აღნიშნა დირექტორმა.

„ინტერპრესნიუსს“ გასულ თვეს კლინიკაში განუცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან სრული დატვირთვით ამუშავდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×