რეზონანსი
07.08.2024

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, იყალთოს, ბახტრიონის, გაგარინის, გამრეკელის, კუტუზოვის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის (ნაწილობრივ), ორთაჭალის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილი-3 I, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ოჯალეშის, რწმენის, სადგურის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, პოლიციის, ჩხენკელის, კაკაბაძის, შერვაშიძის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის გამზირის, ციციშვილის, თამარაშვილის, ლეჟავას, თუმანიშვილის და ხაბეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, ბარნოვის, კეკელიძის, გალის და თერგის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, ლითონკონსტრუქციის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ხელოვანთა, მშველიძის, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), „ღრმაღელეს" მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ჯინჭარაძის, ღრმაღელეს, ჩარგლის, ქსნის, ქვიშხეთის, არბოს, ვარდისუბნის, ერწოს და უმიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, V მიკრორაიონების, ვეკუას, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, გმირ კურსანტთა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, მიქელაძის, ლუბლიანას, სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×