რეზონანსი
07.08.2024

გერ­მა­ნი­ა­ში 39 წლის ექი­მი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს - ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცი ბერ­ლინ­ში სა­ექთ­ნო სამ­სა­ხუ­რის პა­ლი­ა­ტი­ურ ჯგუფ­ში მუ­შა­ობ­და. მან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოთხი მო­ხუ­ცი ქალი მოკ­ლა, რომ­ლებ­ზეც სა­ექთ­ნო სამ­სა­ხუ­რი ზრუ­ნავ­და.

ბრალ­დე­ბულ­მა პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა 11 ივ­ნისს ჩა­ი­დი­ნა - მან 87 წლის ქალი მის ბი­ნა­ში ჯერ მოკ­ლა, შემ­დეგ კი სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ხან­ძრის შე­დე­გად მსუ­ბუ­ქად და­შავ­და კორ­პუ­სის კი­დევ სამი მცხოვ­რე­ბი.

მე­ო­რე მკვლე­ლო­ბა 8 ივ­ლისს მოხ­და - ექიმ­მა ამ­ჯე­რად 76 წლის ქალი მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის და­ფარ­ვა კი მსხვერ­პლის ნა­თე­სავ­თან და­რეკ­ვით სცა­და. ამ­ბობ­და, რომ ბი­ნის წინ იდგა და კარს არა­ვინ უღებ­და.

მე­სა­მე მსხვერ­პლი 94 წლის ქალი აღ­მოჩ­ნდა - პო­ლი­ცი­ამ ხან­ძრის გა­ჩე­ნა სა­ეჭ­ვოდ მი­იჩ­ნია. ექი­მის უკა­ნას­კნე­ლი მსხვერ­პლი 72 წლის ქალი იყო. ყვე­ლა მკვლე­ლო­ბა ერ­თსა და იმა­ვე უბან­ში მოხ­და.

ბერ­ლი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ვა­რა­უ­დო სე­რი­ულ მკვლელს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. და­ნა­შა­უ­ლის ზუს­ტი მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×