რეზონანსი
07.08.2024

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კილირ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის შეტევა 1,5 - 2 თვეში დასრულდება.

მისი თქმით, რუსების დღევანდელი შეტევა შენელდა და გაიწელა, თუმცა 10-წლიანი ომის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა ორ თვეზე მეტ ხანს შეტევას ვერ აწარმოებს.

„თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ შეჩერებას და მცირე პაუზას მტრის ახალი შეტევა მოსდევს. ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, - განაცხადა მან.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში მობილიზაციასთან დაკავშირებით პრობლემებია და ეს „დაახლოების სამი თვის წინ დაიწყო“.

„ეს მომენტი ბევრმა არ იცის. დღემდე რუსეთში მობილიზაციის პრობლემა არ იყო. ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში მტერმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შემდეგ ხალხს დიდი ფული შესთავაზეს, თუმცა ამან საკმარისი ადამიანების მობილიზება ვერ მოახერხა. დანარჩენები ომში ციხეებიდან მიდიოდნენ, ზოგი მოხალისედ, ხოლო ზოგი წვევამდელი საკონტრაქტო სამსახურზე გადაჰყავდათ“, - ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×