რეზონანსი
06.08.2024

რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ბოლო ორი თვეში, რუსეთის არმიამ უკრაინაში ფრონტის ხაზზე წინ წაიწია და 420 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრძოლებში რუსული არმიის დანაკარგებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ უკრაინის არმიამ ამ პერიოდში 115 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა.

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი დანაკარგებს თავიდან აირიდებდა, თუ ცეცხლის შეწყვეტის მოსკოვის მიერ შეთავაზებულ პირობებს მიიღებდა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არ დათანხმდებიან რუსეთის შეთავაზებას, რომელიც ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×