რეზონანსი
06.08.2024

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამყოფა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეს-სამსახური ავრცელებს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით საბჭომ დაადგინა, რომ უკრაინამ ფულის მისაღებად Ukraine Facility-ს ფარგლებში შეასრულა ყველა საჭირო პირობა და რეფორმა. ეს რეფორმები შეეხება სახელმწიფო საფინანსო მმართველობას, სახელმწიფო საწარმოების მმართველობას, ბიზნეს გარემოს, ენერგეტიკას და განაღმვას", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ ფული უკრაინას მისი რთული ფისკალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც შეიძლება სწრაფად გადაეცემა.

Ukraine Facility არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის თებერვალში ერთხმად დაამტკიცეს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2024 - 2027 წლებში უკრაინას მხარდასაჭერად საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გადაეცეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×