რუსეთმა ირანს „ისკანდერის" ტიპის უახლესი სარაკეტო კომპლექსები და რადიოელექტრონული სისტემები „მურმანსკ-ბნ" გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
იარაღის გადატანა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის მეშვეობით მოხდა, რომელიც ბოლო დროს ხშირად ასრულებდა რეისებს ირანსა და რუსეთს შორის.
აღსანიშნავია, რომ ადრე ირანს ამ ტიპის იარაღი არ გააჩნდა. იარაღის გადაცემის შესახებ საჯარო დისკუსიაც არ გამართულა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ირანელ სპეციალისტებს გადამზადება ჯერ არ გაუვლიათ.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, რადიოელექტრონული სისტემები „მურმანსკ-ბნ" გათვლილია 5 ათას კილომეტრამდე თანამგზავრული ნავიგაციის ჩასახშობად, ხოლო „ისკანდერებს" 500 კილომეტრზე განთავსებული სამიზნის განადგურება შეუძლია, ხოლო ირანს ისრაელამდე მისაღწევად 1 200 კილომეტრზე მოქმედი ჭურვები სჭირდება. სავარაუდოდ, რუსეთმა ირანს რ-500 ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც გადასცა, რომელთა მოქმედების რადიუსი 1 500 კილომეტრს შეადგენს.