რეზონანსი
06.08.2024

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, „გირჩის" წევრს ვიტალი გუგუჩიას 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

მოსამართლე ეკატერინე ბებიამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, რომლის მიხედვით არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

რაც შეეხება ბრალდებულს, მისი განმარტებით პროკურორს არ ეთანხმება, რადგან მიმალვას არ აპირებს.

ადვოკატის მტკიცებით, კი ბრალდებული უდანაშაულოა და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება, ბრალდებული გირაოს გადახდას მაინც აპირებს.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×