რეზონანსი
06.08.2024

"რეალურად, რაც ხდება საქართველოში, ხდება რუსეთის ოცნების ასრულება" - ასე ეხმაურება "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაავადებათა ეროვნული ცენტრისთვის დაფინანსების გაყინვას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მწუხარებას გამოთქვამს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება იყო, რომელიც "ოცნების" ქმედებებმა შეიწირა.

ლუგარის ლაბორატორიის დახურვას რუსეთი ითხოვს ძალიან ბევრი წელია. რეალურად, რაც ხდება, ხდება რუსეთის ოცნების ასრულება, ოღონდ ირიბად. ვიცით, რომ ამერიკელებმა იმის გამო, რომ პრაქტიკულად, წყვეტენ ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობას, წყვეტენ სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას. სამწუხაროდ, ამ ქვეყნისთვის აღმოჩნდა, რომ ასეთი ერთ-ერთი პროექტ არის ლუგარის ლაბორატორია", - ამბობს გირჩი ჯაფარიძე.

ამერიკული დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორიაც რჩება. სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია - რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ კვლევებს შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს.

ლუგარი, რომელიც ამერიკული ფულით აშენდა და რეგიონში ანალოგი არ ჰყავდა გაურკვეველი დროით სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს. ეს კი ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, ქვეყნის უსაფრთხოებასაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა ახალ სკანდალშია. გახსნის დღიდან, ლუგარის ლაბორატორია მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და წლებია, მის დახურვას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით კი, ახლა რუსული ოცნება სრულდება. მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ლუგარი სრულფასოვან მუშაობას ვეღარ განაგრძობს.

შეჩერდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, პერსონალის შენახვაც კი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×