რეზონანსი
06.08.2024

ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას, "ფორთოხლის გამყიდველს" ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მარკეტიდან, აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას გამოძიება სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავება.

ადვოკატის თქმით, ვიტალი გუგუჩია თავდაცვით რეჟიმში იმყოფებოდა. გუგუჩიაც ამბობს, რომ პროპაგანდისტული მედია ადგილზე სპეციალურად მივიდა პროვოკაციის მოსაწყობად.

ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების დღეს, უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას "მონა" უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს "ბოდიშის" მოსახდელად მივიდა, თუმცა საპასუხოდ კრიტიკა მიიღო. მომხდარიდან მალევე სამთავრობო მედიამ გუგუჩიას ოჯახს სოფელში ჩააკითხა. არხის მფლობელი თავად ვიქტორ ჯაფარიძეა. გუგუჩიების კარ-მიდამოში, "პოსტივის" წარმომადგენლებსა და ვიტალი გუგუჩიაშ შორის დაპირისპირება მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×