რეზონანსი
06.08.2024

ხვიჩა კვარაცხელიასთან „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურებას გაუზრდის, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ,,კორიერა დელო" ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გარემოცვას „ნაპოლი“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად უახლოეს მომავალში შეხვდება.

23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტეს „პარტენოპეიში“ მისვლის შემდეგ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად ინტერესდებოდა და თითქოს ქართველიც მზად იყო წასვსლითვის, მაგრამ კონტესთან საუბარმა იტალიაში დარჩენა გადააწყვეტინა.

„ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელსა და მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შეხვდება, რათა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს.

დე ლაურენტისი კვარაცხელიას ხუთწლიან კონტრაქტს უმზადებს, რომლის საწყისი ხელფასი სეზონში ხუთი მილიონი ევრო იქნება, პლუს ბონუსები, რომლის გათვალისწინებითაც ფეხბურთელის ანაზღაურება შვიდ მილიონამდე გაიზრდება“, – ვკითხულობთ ,,კორიერა დელო"-ში გამოქვეყნებულ წერილში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×