რეზონანსი
06.08.2024

ვაშლიჯვრის ტერირტორიაზე, სადაც, სავარუდოდ, "არქი" ჯგუფი 16 სართულიან კორპუსს აშენებდა, ნაპრალები გაჩნდა. მოსახლეობის მტკიცით, მთი ფერდზე მეწყრული პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე სამშენებლო კომპანიის მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. ხალხი რამდენიმე დღეა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგაგან, მერია და შესაბამისი სამსახურები კი არ რეაგირებენ.

რამდენიმე დღის წინ მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ ტექნიკა, რომელიც მობილიზებული იყო ადგილზე და მიდიოდა ინტენსიური სამუშაოები, მოხდა ამ ტექნიკის გაყვანა და შემდგომ მეზობლებმა ნახეს, რომ აქ იყო მეწყრული პროცესები დაწყებული, - ამბობს ადგილობრივი ვატო ხავთასი. 

 რამდენჯერმე დავწერეთ განცხადება მერიაში. რეაგირება რატომ არ არის, ვერ გავიიგე, მაინც და მაინც რაღაც უნდა მოხდეს საშინელება, სტიქია წამოვიდეს და ბუნებამ უნდა გადაგვიატროს მართლა იმის გამო, რომ ვიღაცამ უნდა ისარგებლოს  ამ სიტუაციით?, - ამბობს ადგილობრივი.  

ცოტა ხნის წინ ადგილზე დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც ტერიტორიას ასურათებენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×