რეზონანსი
06.08.2024

რუსული ომის მხარდამჭერ ტელეგრამ არხზე ვრცელდებოდა ცნობები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევის შესახებ - ცნობების მიხედვით, მოქმედებაში სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებია ჩართული, იერიშში ჯავშანტრანსპორტიორების გარდა, მონაწილეობს ტანკებიც.

Z- ბლოგერები ავრცელებდნენ ვიდეოს, რომელშიც ჩანს სამხედრო ტექნიკა სამკუთხედის ნიშნით. სამკუთხედი უკრაინელი სამხედროების ახალი ტაქტიკური სიმბოლოა. 

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა თავდაპირველად ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. მცირე ხნის შემდეგ სმირნოვი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა უკრაინელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს.

ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სუჯის რაიონში მდებარე დასახლებული პუნქტი გონჩაროვკისკენ მიემართებოდნენ. წერდნენ კურსკის ოლქის კორენევსკის რაიონში მიმდინარე ბრძოლებზეც. აქამდე სუჯის რაიონი საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა. გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ტერიტორიაზე შეღწევასაც ცდილობენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×