რეზონანსი
06.08.2024

"ჰამასის" და ჰეზბოლას ორი მეთაური ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ირკვევა, რომ IDF-მა ღაზაში იერიში ორ სკოლაზე მიიტანა, რომელსაც "ჰამასი" სამეთაურო ცენტრად იყენებდა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლიკვიდირებულია "ჰამასის" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, ჯაბერ აზიზი და რამდენიმე სხვა ტერორისტი.

5 აგვისტოს, ლიბანის სამხრეთზე ავიადარტყმების შედეგად კი მოკლულია ჰეზბოლას სპეცდანიშნულების რაზმ რადვანის მეთაური, ალი ჯამალ ალდინ ჯავადი.

პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზის ორ სკოლაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 30 ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×