რეზონანსი
06.08.2024

უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის ანდრეი ბელოუსოვის მკვლელობას გეგმავდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

რიაბკოვის თქმით, პუტინზე და ბელოუსოვზე თავდასხმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს დაურეკა და უთხრა, რომ მათ უკრაინელების გეგმის შესახებ იციან.

„მოსკოვმა და ვაშინგტონმა ესკალაციის ახალი ფაზის თავიდან აცილება შეძლეს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×