რეზონანსი
05.08.2024

„ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძის თქმით, თუ რა შედეგი მოუტანა საიმიგრაციო პოლიტიკამ ევროპას, ამას თვალნათლივ ვხედავთ. ევროპის მსგავსად, ახლა უკრაინაც საიმიგრაციო პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ისედაც განადგურებული გენოფონდის საბოლოო განადგურება იქნება.

„ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს დემოგრაფიული პრობლემები. ამის „მოგვარება” მარტივად გადაწყვიტეს და მოსახლეობა იმიგრანტების ხარჯზე შეავსეს. ანუ, „მეორადი ქვეყნების“ მოსახლეობა, სადაც მაღალი შობადობაა, დაბალი შობადობის განვითარებულ ქვეყნებში შეუშვეს. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შედეგად მიიღეს ის, რომ ევროპელ ხალხს არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს იმიგრანტები უწყვეტენ. ეს არის გარედან მართული პოლიტიკა იმიგრაციული პოლიტიკის საშუალებით.

უკრაინის მართვის სადავეები უკვე სხვის ხელშია. ჯერ ომის შედეგად განადგურებული გენოფონდი და ახლო მომავალში უკვე იმიგრაციისთვის განწირული ქვეყანა. ეს არის ლიბერალების მართვის მეთოდები. ისე მოგუდავენ სახელმწიფოს ფერადი, ბრჭყვიალა პოლიტიკით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აზრზე ვერ მოდის. როდესაც ამას ხვდებიან, უკვე გვიანია.

სწორედ ამისთვის ჰყავდათ განწირული საქართველოც, მაგრამ გონივრული და პრინციპული პოლიტიკის შედეგად გადავრჩით. შემოტევები მცირე დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ეტყვით ქართველი ხალხი „არას“ და ეს იქნება მალე, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”. - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×