რეზონანსი
05.08.2024

ჩვენ ერთი რამ ვიცით, ლუგარის ლაბორატორიის დახურვას მუდმივად რუსეთი ითხოვდა და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელიღაცა კვლევითი პროექტის შეჩერებით აშშ-ი რუსეთის ნარატივებს რატომ მისდევს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეჩერებული დაფინანსების ფარგლებში, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიასაც შეუჩერდა.

ქადაგიშვილის აზრით, „ადგილი აქვს შანტაჟსა და ზეწოლას, რათა არჩევნების წინ ქართველ ხალხზე გავლენა მოახდინონ“.

„არც ერთი ხელფასი, არც ერთი პენსია, არც ერთი ჯარისკაცი, პოლიციელი, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია თუ სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება - ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტით ფინანსდება, მათ შორის ლუგარის ლაბორატორია.

თუ ლუგარის ლაბორატორიაში რომელიღაც კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×