რეზონანსი
04.08.2024

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის ცნობით, წყალქვეშა ნავს „დონის როსტოვი“ 2 აგვისტოს დაარტყეს.

„ნავი ადგილზე ჩაიძირა”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

როგორც CNN იუწყება, შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ „დონის როსტოვის“ დაკარგვა მიუთითებს, რომ უკრაინის ტერიტორიული წყლები რუსული ფლოტისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის.

გამოცემა წერს, რომ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×