რეზონანსი
04.08.2024

ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ ირანი ისრაელზე თავდასხმას 12-13 აგვისტოს გეგმავს. ამ დღეებში ქვეყანა ტიშა ბავის დღესასწაულს აღნიშნავს.

ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. აღნიშნულია, რომ დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლებმა Sky News Arabia-სთვის მიცემულ კომენტარში ირანის გეგმებზე ისაუბრეს. სავარაუდოდ, თავდასხმა  ჰეზბოლასთან იქნება კოორდინირებული.

ტიშა ბეავში ებრაელები პირველი და მეორე ტაძრების დანგრევის დროს გლოვობენ, ყოველწლიური ღონისძიების დროს ხდება მარხვა, გლოვა და თვითუარყოფის პრაქტიკა, - ნათქვამია მასალაში.

აღნიშნულია, რომ ამ დღეებში განხორციელებულმა თავდასხმამ შესაძლოა, ემოციური და ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ისრაელის მაცხოვრებლებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×