რეზონანსი
04.08.2024

კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა. ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. 22 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული მგზავრები სხეულის  სხვადასხვა  დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთ- ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×