რეზონანსი
03.08.2024

დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა, ამ ანტისახელმწიფოებრივ ფილმს კი, ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფილმი ტყუილებს ეფუძნებოდა.

„დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა. მაგალითად, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა სამარცხვინო ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა. შემდეგ ამ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ ნაბოდვარს ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა. რამდენიმე კვირაში კი შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნა დაიდო, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ არანაირ დაგუბებას ადგილი არ ჰქონია და რომ იმდენად სწრაფად განვითარდა ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რომ მისი თავიდან არიდება წარმოუდგენელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა დასკვნა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობას არ განუმარტავს, რატომ დააფინანსა და შემდეგ რატომ დააჯილდოვა ტყუილებზე დაფუძნებული სამარცხვინო „ჟურნალისტური გამოძიება", - წერს ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×