რეზონანსი
03.08.2024

2023 წლის ზა­ფხულ­ში მომ­ხდარ­მა შო­ვის ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში წარ­მოქ­მნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 35 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მათ შო­რის, ორი მაშ­ვე­ლიც იყო - მათ გა­უ­ჭირ­დათ ამ უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­ე­ბის გა­და­ტა­ნა და ორი­ვე მათ­განს ინ­ფარ­ქტი გა­ნუ­ვი­თარ­და.

გია დუ­დაშ­ვი­ლი, თო­ჯი­ნით ხელ­ში, ტა­ლა­ხის მა­სა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ძებ­ნი­სას - ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მე­უღ­ლი­სა და სამი შვი­ლის ერ­თად დამ­კარ­გავ­მა მა­მამ 2 წლის შვი­ლის, ანას­ტა­სი­ას თო­ჯი­ნა იპო­ვა და თან და­ა­ტა­რებ­და. გია დუ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჭე­ლი­ძე და უფ­რო­სი შვი­ლი, 7 წლის ლუკა ტრა­გე­დი­ი­დან მხო­ლოდ მე­ო­თხე დღეს იპო­ვეს, შემ­დეგ 4 წლის ან­დრია... სულ ბო­ლოს კი თო­ჯი­ნას პატ­რო­ნი, 2 წლის ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც მა­მამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე 24 აგ­ვის­ტოს ამო­იც­ნო.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ალ­ბათ, არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვი­საც ამ დროს სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი მა­მის­თვის ნუ­გე­შის მი­ცე­მა და გვერ­დით დგო­მა არ სურ­და. მაგ­რამ ეს სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ მო­ი­ძებ­ნე­ბა არ­ცერ­თი სი­ტყვა, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს ანუ­გე­შებს. არც თა­ვად უძებ­ნია. ამ მოკ­რძა­ლე­ბულ ადა­მი­ანს არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავს, თა­ვი­სი ტრა­გე­დია ერთი სი­ტყვი­თაც არა­ვის­თვის მო­უხ­ვე­ვია. ვიდ­რე შვი­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი ეგო­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვ­და, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ვერ­ტმფრე­ნი დრო­უ­ლად გა­ეგ­ზავ­ნათ.

ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი ანას­ტა­სი­ა­სათ­ვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა იყო:

„ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. სამი წლის გახ­დი. გი­ლო­ცავ ანას­ტა­სია", - წერ­და გია დუ­დაშ­ვი­ლი. მი­ლოც­ვი­სას მა­მი­კომ თა­ვის გო­გო­ნას გუ­ლე­ბი­ა­ნი მიკი მა­უ­სის ვარ­დის­ფე­რი ტორ­ტიც „აჩუ­ქა".

„გიას ჯერ ის მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ცოლ-შვი­ლი მო­ე­ძებ­ნა და ამო­ეც­ნო. 11 დღე გაგ­რძელ­და ეს კოშ­მა­რი, ამა­სო­ბა­ში კი დრო გა­დი­ო­და. ამის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვაა სა­ჭი­რო და ამა­ზე ფიქ­რსაც დრო და ძალა სჭირ­დე­ბა. სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც ბევ­რია: ვინც გიყ­ვარს, იმ ადა­მი­ა­ნებს იმ­ქვეყ­ნა­დაც ხომ სჭირ­დე­ბათ ზრუნ­ვა?!

ჰოდა, გი­ა­მაც იზ­რუ­ნა. ვერ გე­ტყვით, რა ძა­ლით ან რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს, ეს აუხ­სნე­ლია, მაგ­რამ ის ცო­ცხა­ლია და ის უნდა გა­ა­კე­თოს, რა­საც სი­ცო­ცხლე ადა­მი­ანს სთხოვს. არა­და, მარ­ტოა, მშობ­ლე­ბიც კი ადრე და­ე­ხო­ცა. მხო­ლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკ­რძალ­ვა­ზე, და­დუ­მე­ბუ­ლი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იჯდა; მაგ­რამ ის წა­ვი­და. და უნდა წა­სუ­ლი­ყო, ოჯა­ხი ჰყავს.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა, იმას ვერ უარ­ყოფ, რომ თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი გვაქვს. ჯერ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შე­ძა­ხილ­მა, შენ გვერ­დით ვარ, გა­ძე­ლიო, მერე კი თა­ვის­მა სამ­სა­ხურ­მა დიდი როლი ითა­მა­შა. სა­ო­ცა­რი უფ­რო­სი ჰყავს სამ­სა­ხურ­ში, ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი. მან უთხრა, არ და­ვუშ­ვებ, რომ სახ­ლში დარ­ჩე და სამ­სა­ხურ­ში არ იარო, ამას არ და­გა­ნე­ბე­ბო და გიაც მიჰ­ყვა. ეს მის­თვის ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ მარ­ტო დარ­ჩე­ნის ნება არ მის­ცეს.

წარ­სულ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს. ეს მისი ბუ­ნე­ბაა. არის თა­ვის სახ­ლში მარ­ტო და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის სამ­ყა­რო­თი ცო­ცხლობს. ყვე­ლა­ფერს უკე­თებს, რაც მის ცოლ-შვილს ზე­ცა­ში სჭირ­დე­ბათ. ასე გა­დის დრო.

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დენს ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თა­ნად­გო­მა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თით­ქოს გე­ვა­ლე­ბა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გამო არ და­ე­ცე და იცო­ცხლო", - განაცხადა გია დუდაშვილის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×