რეზონანსი
03.08.2024

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო დავით ბერიაშვილი.

ტრაგედიიდან ერთი წლის მერე დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ტკივილით სავსე წერილს აქვეყნებს:

„როგორ მინდა, ხვალ იქ დამხვდეს და წამოვიყვანო“, – წერს ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში.

რაჭაში ღვარცოფი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. 2023 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო დაღუპული მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს. მაშველები დღემდე ეძებენ 33-ე დაკარგულს, არასრულწლოვან ბიჭს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×