რეზონანსი
02.08.2024

რუსეთში, ნიჟნი ტაგილში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს სრულად ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 6 პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. კორპუსის ჩამონგრევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

მაშველები ძებნა- შველის ოპერაციას ამ დრომდე აწარმოებენ. ისინი ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ, რომელთა ადგილსამყოფლის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 10 ბავშვია. ეკატერინბურგისა და ნიჟნი ტაგილის საავადმყოფოებში 11 პაციენტი რჩება, მათ შორის 5 ბავშვი.

ნიჟნი ტაგილში, გაზის აფეთქების შედეგად, 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 2 სადარბაზო სრულად ჩამოინგრა. აფეთქების ეპიცენტრი მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში იყო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×